ძველი რომი

ძველი რომი

четверг, 17 октября 2019 г.

ქართული სიწმინდეები

სოციალური პროექტის გეგმა.


პროექტი ეძღვნება საღრაშენის სჯარო სკოლას.

პროექტის სახელწოდება:  ქართული სიწმინდეები  


პროექტის მთავარი იდეა თემა 1-2 წინადადებით.

თეთრიწყაროს რაიონში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების გაცნობა.
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნობიან ჩვენს რაიონში არსებულ
ხუროთმოძღვრებას , ფრესკებს მათ ისტორიას. მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში, მოაწყობენ ლაშქრობას ,,ფაეცხისის ციხეზე''

აქტუალობა.

ეს პროექტი აქტუალურია მოსწავლეებისათვის იმით რომ გაეცნობიან საკუთარ რაიონში არსებულ იმ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილია.
გაეცნობიან ფრესკებს გაიღრმავებენ ცოდნას.

პროექტის მიზანი:

შეძლონ საკუთარ რაიონში არსებულ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრულ ძეგლების დათვალიერება
. საკომუნიკაციო უნარ- ჩვევების და ცოდნის ტრანსფერის, გამოყენება.



მოსწანლეთა ასაკი.

მე- 9 კლასი
ვადების ხანგრძლივობა.:



    24 09     8 10   2019 ს.წ.

მოსალოდნელი შედეგი:

პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას.

შეძლონ:  

 შერჩეული ხუროთმოძღვრების დათვალიერება.


ფარცხისის ციხიცის
  ამსახველი კადრების გადაღება.
 განცხადება სასკოლო საზოგადოებისთვის .ბუკლეტების დამზადება.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:

თეთრიწყაროს რაიონში არსებული ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლები.
მაგ: ;ფარცხისის ციხე'' ; გუდარეხი'', ;კლდეკარი '', ;ფიტარეთი''.
ვიდეო კადრები ,სურათები.
ზოგიერთი კადრის  მოძიება  ინტერნეტის საშვალებით. ვიდეო კოლაჟ გაკეთება პროექტორის გამოყენება 

პროექტის მსვლელობა:

ბავშვებთან ერთად წავედით ;ფარცხისის ციხეზე" სადაც ხშირად არ დადიან მნახველები, ამიტომ იყო დასასუფთავებელი.ბავშვებმა  დაასუფთავეს,გადაიღეს სურათები ,  კადრები. .
 რომელშიც კარგად არის ასახული ;ფარცხისის ციხე: 
სკოლაში დაბრუნებულებმა იმსჯელეს თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენი ისტორიულ კულტურული ძეგლებით  დაინტერესონ მოსწავლეები გააცნონ მათი ისტორია.
,,ფარცხისის ციხე'' რომელიც მდებარეობს  სოფელ ფარცხისთან  და VIII-IX  ს-ში .  წარმოადგენდა საკმაოდ ძლიერ ციხესიმაგრეს ,იგი კონტროლს  უწევდა ქვემო  ქართლის
ერთ-ერთ მთავარ  მაგისტრალს. ფარცხისის  ციხიდან  მოჩანს  ბირთვისის  და ორბეთის ციხეები  კოჯრის მიდამოები.
თეთრიწყაროს საქართველოს  ისტორიულ ფურცელზე  მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იშვიათი  ძეგლების  სიმრავლით,  რომლებიც  მნიშვნელოვან ღირებულებებს  წარმოადგენენ ესთეთიკური  და სამეცნიერო  თვალსაზრისით .აღსანიშნავია  ბუნებრივი  საყინულე  ( სოფ. კლდეისთან)  ბირთვისის  კლდეები, არსენას  გამოქვაბული  და სხვა.
ბავშვებმა შეაფასეს საკუთარი  შესაძლებლობები,  დრო, გადაწყვიტეს თითოეული  საკითხის   კარგად  მომზადება, რადგან  ისტორიულ -კულტურული ძეგლების კარგად შესწავლა და მომზადება  მათთვის ძალიან  დიდი  გამოწვევა იყო,  რამოდენიმე
კითხვა დაისვა.
1 რით  გამოირჩევა  ჩვენი  რაიონის ირტორიული -ძეგლები.
2 როგორ  შეიძლება ეს  ინფორმაცია  მივაწოდო მსმენელს
3 როგორ  შეიძლება მეტმა  ადამიანმა გაიგოს ჩვენი  ღონისძიების  შესახებ.
 პირველ  კითხვაზე  პასუხის  ძიებისას  მიხვდნენ,  რომ  მნიშვნელოვანია  თითოეულმა  კარგად  იცოდეს ის რაზეც  სხვებს  უყვება,  ამიტომ  დარჩენილი  დღეების განმავლობაში თითოეული  ბავშვი  კითხულობდა  სხვადასხვა  ტექსტებს  ,  იღებდა  ინფორმაციას  ისტორიული  ძეგლების  შესახებ  .მათი  გამოწვევა  იყო  ის რომ სხვადასხვა  რესურსებითა  და  ხერხებით   კიდევ  უფრო  საინტერესოდ  მიეწოდებინათ სტუმრებისათვის .  ბავშვებმა  იმუშავეს თავდაუზოგავად.
მიღებული  ცოდნის  საფუძზველზე მოსწავლეებმა  დაასკვნეს  ,რომ  მნიშვნელოვანია  გაითვალისწინონ  ვინ  არიან  მათი  მსმენელნი  და  შესაბამისად გადაწყვიტონ  რა  შეიძლება  იყოს  მათთვის  საინტერესო,  თეორიული  მსჯელობის შემდეგ ,სკოლაში  მოაწყვეს  პრეზენტაცია , მოიწვიეს  პედაგოგები,  მეგობრები  ,  მშობლები .სლაიდ-შოუს  დახმარებით  გააცნეს  ისტორიული  ძეგლები, რომლებიც  ჩვენს  რაიონში  პრეზენტაციის  შემდეგ  კლასში  ერთმანეთს  თავიაანთ  გამოცდილებაზე  მოუყვნენ , შეაფასეს  რა  გამოუვიდათ  კარგად  და რას  გააკეთებენ მომავალში  უკეთესად .

მუშაობა  მიმდინარეობს როგორც  ინდივიდუალურად  ასევე წყვილებში.
საგნებთან  / საგნობრივ  ჯგუფებთან/
კავშირი  ისტორიასთან  .
მოსწავლეები  შეფასდებიან :
მსჯელობა- პრესენტაციით .
ორგანიზებულობა   ჩართულობით .
როგორ  გაართმევენ  თავს  ინფორმაციის  მოძიებას ინტერნეტში.







Комментариев нет:

Отправить комментарий