ძველი რომი

ძველი რომი

вторник, 6 декабря 2022 г.

კომპლექსური დავალბა . ზამთრი

ზმთარი ,საახალწლო მზადება.

1.   სახვითი ხელოვნების მხატვრულ გამომსახველობითი საშვალებები (ელემენტები )  და (პრინციპები)

2. სახვითი ხელოვნების ტექნიკა .

3. სახვითი ხელოვნების დარგიები და  ჟანრები .

ქვეცნება  საკითხები ;

ხაზი   : სქელი , წვრილი , ტეხილი, ტალღოვანი ,სხვადასხვა სისქის კონტური.

ფერი :   ძირითადი,ცივი , კონტრასტული, ნახევარტონები .

ფორმა: მარტივი ,გეომეტრიული ბუნებაში არსებული .

პრინციპები : ფორმატზე  გამოსახულებების განაწილება  .

ტექნიკა : ფერწერა ,ძერწვა,  აპლიკაცია,  შერეული ტექნიკა .

დარგი; ფერწერა,  დეკორატიულ  გამოყენებითი ხელოვნება .

ჟანრი  :პეიზაჟი , ყოფითი.

           კომპლექსური დავალების პირობა  

ახლოვდება  ზამთრის არდადაგები ,როგორი განწყობა გექმნებათ როდესაც თოვლია  და ახალი წელიც ახლოვდება.

საკუთარი ფანტაზიით  შეიქმენი  საახალწლო განწყობა  ,შეგიძლიათ დახატოთ ფერადი ფანქრებით,  პასტელებით .გამოსახე სხვადასხვა  ფორმის  ხაზებით  ნაძვები,ხეები, შეარჩიე ფერები  ცივი ,კონტრასტული, შედგენილი , გადმოეცი  განწყობა  . დააკვირდი ბუნებაში არსებულ  ფორმებს  სცადე  გამოსახო საახალწლო განწყობა  პროპორციების  გამოყენებთ  გაითვალისწინე ფორმით ზომით  და ადგილმდებარეობით  თითოეული დეტალი . გამოიყენე სიმეტრია და ასიმეტრია  წინა ხედი და უკანა ხედი  .წონა ხედზე საგნები უფრო დიდი გამოსახე  უკანა ხედზე უფრო პატარა .  ტექნიკა  სურვილისამებრ შეარჩიე  ფერწერის  ან დეკორატიული  ფორმების გადმოსაცემათ  შექმენი  საკუთარი თვალით  დანახული ზამთარი , საახალწლო განწყობა .

შეგიძლია გამოძერწო  ანგელოზები,  ძერწვის დროს გამოიყენე  განსხვავებული  ფერები , ფორმები,  საახალწლო ნაძვისხე შეგიძლია  შენი დამზადებული  სათამაშოებით მორთო .ფერადი ფურცლებით შეგიძლია გრილიანდების ამზადება , შეარჩიეთ სურვილისამებრ  ფერი , ფორმა ,ზომა. 

ღია ბარათების დასამზადებლად გამოიყენე  ფერადი  სქელი ქაღალდი  ,აპლიკაციის ტექლიკით  მორთე  ბარათები  გამოიყენე სხადასხვა ფორმა  ,ხაზი ,ფერი.

საკვანძო კითხვები :

რამდენად კარგად გადმოეცი  შენს კომპოზიციაში  განწყობა ,ისაუბრე  მის შესახებ .

რამდენად კარგად გამოსახე ანგელოზები  გაგიჭირდა თუ არა .

რა განსხვავებაა შენს მიერ გაკეთებულ გრილიანდებსა  და ნამდვილ  გრილიანდებს შორის .

შეაფასე შენი ნამუშევარი : 

რამდენად კარგად გაართვი თავი ნამუშევარს  .

შენი ნამუშევრით შეძელი განწყობის გადმოცემა  ისაუბრე მის შესახებ.

ახალიწელი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია  ისაუბრე მის შესახებ .

გრილიანდებით რა განწყობა შეიქმენი 

რას იტყვი ღია ბარათზე მოგეწონა თუ არა .

ვის მიულოცავ ღია ბარათით ახალ წელს 

გააკეთედ პრეზენტაცია ,თქვენი ნამუსევრების შესახებ.

ახლიდან რომ დაგეწყოთ მუშაობა ,რას შეცვლიდით  და რატომ .

Комментариев нет:

Отправить комментарий